ნიკუშა შენგელაია: თავისუფლებას, რომელიც 2012 წელს მოვიპოვეთ, არაფრის ძალით არ დავთმობთ (ვიდეო)

დღეს პირველი რიგის ამოცანაა, რომ არა ვუთხრათ „ნაციონალურ მოძრაობას“, არა ვუთხრათ ძალადობას, შიშს, ქვეყნის ჩეკისტურ მართვას, – ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შენგელაიამ ამომრჩევლებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.
ის მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრია.
მოძრაობის წარმომადგნელები აცხადებენ, რომ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა არ უნდა გაიმარჯვოს. ისინი 7 ნოემბერს, რუსთაველის თეტრში საერთო სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად იკრიბებიან.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმ მიზეზით, რომელიც ყველასთვის ცნობილია: რატომ, რისთვის და როგორ აღმოჩნდა, რომ ჩვენი რეალობა დადგა ისეთი, რომ მეორე ტურისთვის ადამიანებმა, იმ ნაწილმა, რომელიც არ მოვიდა არჩევნებზე და რომელმაც, მე ვთვლი, ალბათ, სამართლიანად „ქართულ ოცნებას“ ამოუღო ყვითელი ბარათი. რა მიზეზით და რატომ, ეს ალბათ სამომავლო თემაა და გასარკვევია. მე იმედი მაქვს, ყურადსაღებად მიიღო ეს მმართველმა ძალამ. დღეს სამწუხაროდ, აღმოვჩდით იმ რეალობის წინაშე, რომ მიმდინარეობს რეანიმაცია იმ აბსოლუტურად მიუღებელი ძალის, წარსულის, რომელიც ჩვენ ამ 9 წლის განმავლობაში გავიარეთ. თქვენ ხედავთ, ჩვენს უკან როგორი კარგი ახალგაზრდობა დგას. ამ ახალგაზრდებს აღარ უნდათ წარსული. ჩვენ გვინდა, ბევრად უფრო იმედიანი მომავალი. ბევრად უფრო ნათელი, საინტერესო. მოგმართვათ იმ ადამიანებს, რომლებიც განაწყენებული იყავით, არ მიხვედით პირველ ტურზე, ჩვენ საარჩვენო დღეს, საარჩევნო უბნებთან აუცილებლად უნდა დავაყენოთ ღირსეული, თავისუფალი ადამიანების რიგები, რომ ერთხელ კიდეv დაინახოს მთელმა მსოფლიომ, რომ ჩვენ, მოქალაქეებმა იმ თავისუფლმებას, რაც მოვიპოვეთ 2012 წელს, არ დავთმობთ არაფრის ძალით“, – განაცხადა შენგელაიამ.
მისი თქმით, ამ არჩევნებში ქვეყნის ბედისწერა წყდება.
„ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ყველა დავფიქრდეთ, ეს ჩვენი შვილების მომავლისთვის ხდება. რომ არ დატრიალდეს ის რევანშიზმი და უბედურება, რაც გავიარეთ, რომ ამ თაობას აღარ შეეხოს. ამიტომ გთხოვთ, ახლა, ერთი თვე არჩვენების დღემდე ჩვენ უნდა გადავდოთ ყველაფერი, უნდა დაველაპარაკოთ ერთმანეთს, რაშია გამოსავალი. დღეს პირველი რიგის ამოცანაა, რომ არა ვუთხრათ „ნაციონალურ მოძრაობას“, არა ვუთხრათ ძალადობას, შიშს, ქვეყნის ჩეკისტურ მართვას. ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ ამ მოცემულობაში ის კანდიდატი, რომელიც ამის გარანტი იქნება თქვენთვის. ეს არის ქვეყნის ბედისთვის არჩვენები. ეს მოძრაობა დაიწყება 7 ნოემბერს, 14:00 საათზე რუსთაველის თეატრთან, ღია კარის დღეა. ყველა მოქალაქეს შეუძლია მოსვლა, ვინც გრძნობს ამ საფრთხეს, ვინც არის თავისუფლების დამცველი“, – განაცხადა შენგელაიამ.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.

თამუნა შეყილაძე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები