ბორჯომის ხეობაში, ტყის აღდგენის სამუშაოებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აგრარული მიმართულების სპეციალისტები ჩაერთვნენ

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის სამუშაოებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აგრარული მიმართულების სპეციალისტები ჩაერთვნენ.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, სატყეო სააგენტოს სანერგეებში გამოყვანილი წიწვოვანი სახეობის 50 -მდე ნერგი სტუდენტებმა მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით დარგეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა სტუდენტებს ნახანძრალი ტყის აღდგენის პროექტი გააცნო. დღეის მდგომარეობით, ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე უკვე 120 000 – მდე წიწვოვანი სახეობის ნერგია დარგული. ბორჯომის ხეობაში ხანძრისგან განადგურებული ტყის პერიმეტრი 943 ჰექტარს შეადგენს. პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას 250 ჰა ფართობი ექვემდებარება. 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ტყის აღდგენა 144 ჰექტარზე მოხდება, სადაც, დაახლოებით, 400 000-მდე ნერგი დაირგვება. სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები