მიხეილ ბატიაშვილი: სულხან-საბა ორბელიანმა გაკვალა საქართველოს ევროპული განვითარების გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით

„სულხან-საბა ორბელიანმა გაკვალა საქართველოს ევროპული განვითარების გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა, სავსეა ქვეყნისადმი უანგარო მსახურების, ადამიანის ღირსების პატივისცემის, ცოდნისა და განვითარებისაკენ უწყვეტი სწრაფვის იდეალებით“, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 360 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ ის კონკურსები თუ პროექტები, რომელიც სულხან-საბას უკვდავ სახელს უკავშირდება, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო და კულტურული მიმართულებით, უწყვეტად გაგრძელდება.

მინისტრმა სულხან-საბა ორბელიანის ღვაწლზე, მის მიერ ქართულ მწერლობასა და მეცნიერებაში დატოვებულ უზარმაზარ კვალზე ისაუბრა. მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ უდიდესი ქართველი განმანათლებლის, ჩვენი კულტურისა და ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემოქმედის იუბილე არამხოლოდ წელს, მუდამ განსაკუთრებულად აღინიშნება, რადგან მისი, როგორც ქართული სალიტერატურო ენისა და ლექსიკოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, დოკუმენტური პროზისა და მხატვრული შემოქმედების ნოვატორის, სამაგალითო დიპლომატის, დიდი სასულიერო და სახელმწიფო მოღვაწის როლი საქართველოსთვის ფასდაუდებელია:

„ნებისმიერი ერის ისტორიაში იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც მსგავსი საპასუხისმგებლო მისია იტვირთა და წარმოუდგენელი მასშტაბების ძალისხმევა მოახმარა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის საძირკვლის ჩაყრას“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები