ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰენრიხ ჰრინევსკის სახელობის პოლონური დარბაზი გაიხსნება
5 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჰენრიხ ჰრინევსკის სახელობის პოლონური დარბაზი გაიხსნება.
პოლონეთის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, დარბაზის უნიკალური ფრესკები პოლონელმა რესტავრატორებმა აღადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ჰენრიხ ჰრინევსკიმ ქართული ტაძრების ორნამენტები და ქართული ფერები შეისწავლა, ხოლო პოლონურ სტილში შეახამა, რითაც ამ დარბაზის მოხატულობა უნიკალური და ერთადერთია.