ალექსანდრე ჭიკაიძე: დარიალის ხეობაში დაკარგული 7 ადამიანის ვინაობა დადგენილია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, დარიალის ხეობაში დაკარგული 7 ადამიანის ვინაობა დადგენილია, მათ შორის არიან უკრაინის, თურქეთის და საქართველოს მოქალაქეები. მინისტრის თქმით, დაკარგული მოქალაქეების პოვნა ჯერ ვერ მოხერხდა. სპეციალისტების განცხადებით, მდინარე თერგი კალაპოტს დაუბრუნდა, რაც ძებნით სამუშაოებს გააადვილებს.
უამინდობის გამო წუხელ, მეწყრის ზონაში ძებნის ოპერაცია შეჩერებული იყო. მაშველებმა და ტექნიკამ მუშაობა დღეს დილით, 06:00 საათზე განაახლეს. დამეწყრილ ზონაში 20 ერთეული ტექნიკაა შეყვანილი და გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება. დღეს ხეობაში დამატებითი სამაშველო ჯგუფები უნდა შეიყვანონ. დარიალის ხეობაში მთა 17 მაისს მოწყდა.