ანა დოლიძე: ყველა მხრიდან რომ მაბულინგებენ ჩემი განცხადებების გამო, “ქოცებს” “ნაცი” რომ ვგონივარ და “ნაცებს” “ქოცი”

“ყველა მხრიდან რომ მაბულინგებენ ჩემი განცხადებების გამო”, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ახლა ყველა მხრიდან რომ მაბულინგებენ ჩემი განცხადებების გამო, ქოცებს ნაცი რომ ვგონივარ და ნაცებს ქოცი, გამახსენდა ერთი ძველი ანეგდოტი. ის კარგად ასახავს მესამე ძალის მომლოდინე და მონატრებული ხალხის ფიქრებს: ტექნიკური უნივერსიტეტის (ГПИ)სტუდენტი ხმამაღლა რომ ამბობს და სიამოვნებით ჩაიცინებს: ცოლს ჰგონია რომ საყვარელთან ვარო, საყვარელს ჰგონია რომ ცოლთანო, მე კიდევ ოთახში ვზივარ და ვხაზავო”, – წერს ანა დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ანა დოლიძემ გადაცემა 360 გრადუსში სტუმრობისას განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატზე გრიგოლ ვაშაძეზე ისაუბრა.
“ჩვენ ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ. იმიტიმ რომ გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძე. ის არის პრობლემების მთელი პაკეტი, და ეს პაკეტი არის დათა ახალაია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, ადამიანები რომლებიც მხილებულნი არიან რეალურ, აქტიურ ფართომასშტაბიან ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებში. წაიკითხეთ თუნდაც, მაშინდელი სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის მოხსენებაში, რა ხდებოდა მაშინ ციხეებში. ვაშაძის ეს პირობა, რომ ამათ შევიწყალებ და ამათ დავაბრუნებ, ეს რას ნიშნავს? უდიდესი არასტაბილურობა და ახლა 2, 7 რომ გვაქვს ეს კურსი, ეს კურსი იქნება 6, 7. ამის დაშვება არ შეიძლება და ეს მომავალი მე არ მომწონს”, – განაცხადა ანა დოლიძემ გადაცემის დროს ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები