ირაკლი კობახიძე: ვიზალიბერალიზაცია არის ერთადერთი ხელშესახები სარგებელი ქართული საზოგადოებისთვის ევროინტეგრაციის პროცესიდან და თუ ამ ერთადერთ სარგებელსაც გამოაცლიან, სავაჭროც არაფერი დარჩებათ; თუ უნდათ, ამ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, ამ შედეგს ვერ მიაღწევენ და ამის იმედი ნურავის ექნება

“იმედი მაქვს, საბოლოოდ, ევროპული ბიუროკრატია მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, პრაგმატული კუთხითაც მათთვის არ არის მომგებიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მარტივი მიზეზის გამო – თუ ვინმეს უნდა, რომ ამით რაღაცნაირად მეხუთედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, არავითარი სარგებელი არ შეიძლება, მიიღონ ამ ადამიანებმა, ვერავითარი მეხუთე მცდელობა ვერ იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად უნდა დაინახოს, თუ რას დგას სასწორზე ევროპული ბიუროკრატის მხრიდან.

„ერთ მხარეს დგას ვიზის რიგში დგომა და მეორე მხარეს დგას მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება, სამართლის უზენაესობა. დღესაც ასეთი მარტივი დილემის წინაშე დგას საზოგადოება. მე მგონი, არჩევანის გაკეთება არის მარტივი, ასეც და ისეც მე მაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში ევროპული ბიუროკრატია მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, პრაგმატული კუთხითაც მათთვის არ არის მომგებიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მარტივი მიზეზის გამო, თუ ვინმეს უნდა, რომ ამით რაღაცნაირად მეხუთედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, არავითარი სარგებელი არ შეიძლება, მიიღონ ამ ადამიანებმა, ვერავითარი მეხუთე მცდელობა ვერ იქნება. როგორი წარუმატებელიც იყო წინა მცდელობა, ასეთივე წარუმატებელი იქნება მეხუთე მცდელობაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაშიც. მეორე მხრივ, მოხდება რა, რომ ერთადერთი ხელშესახები სარგებელი, რაც მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ ევროინტეგრაციის პროცესიდან ამ ეტაპზე, ეს არის ის, რომ არ უწევს რიგში დგომა და თუ ამ ერთადერთ სარგებელსაც გამოაცლიან ქართულ საზოგადოებას, ამ შემთხვევაში სავაჭროც არაფერი დარჩებათ. რეალურად გადააგდებენ ბოლო სავაჭრო კარტს და ვერ მიიღებენ ვერავითარ შედეგს. თუ შედეგი ასეა გათვლილი, რომ უნდათ ამ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, ამ შედეგს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ და ამის იმედი ნურავის ნუ ექნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები