ქართულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს გერმანელები გაეცნობიან
ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების კრებული გერმანულ ენაზე გამოიცა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, იოანე საბანისძის „აბო თბილელი“ და „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ გამომცემლობა Leipziger Literaturverlag-მა დაბეჭდა.
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები გერმანულ ენაზე თარგმნა ივანე ჯავახიშვილმა, ადოლფ ფონ ჰანაკმა, შულცემ და ნელი ამაშუკელმა.