კახა კალაძე – ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ მეორე ტურში დიდი ანგარიშით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კალაძემ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში განუცხადა.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 2012 წლის შემდეგ ყველაზე დიდი აგრესიული კამპანია დაფიქსირდა, რომელიც მიმართული იყო ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ამ ფონზე ზურაბიშვილმა მაინც შეძლო პირველ ადგილზე გასვლა. ამისათვის ის მადლობას უხდის ყველა იმ ადმიანს, რომელმაც არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მისცა ხმა.
კალაძის განცხადებით, ზურაბიშვილის გამარჯვება გარდაუვალია. „ჩვენ მოვიგეთ პირველი ტური და მინდა ქალბატონ სალომეს მივულოცო პირველ ადგილზე გასვლა. რაც შეეხება მეორე ტურს, ველოდებით ცესკოს გადაწყვეტილებას და ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ ძალიან დიდი ანგარიშით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები