შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

   შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს და ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მალხაზ ჟ., ქურდული სამყაროს წევრობის და ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, დააკავეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ე.წ. ქურდლი სამყაროს წევრებთან ჰქონდა კავშირი. “ასევე დადგინდა, რომ 2014 წლის 7 იანვარს მალხაზ ჟ-მ, თანამზრახველებთან ერთად, სამტრედიაში, კალანდარაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართი სადგური გაქურდა, საიდანაც გაზგასამართი დანადგარის სხვადასხვა აპარატურა წაიღო“, – აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები