ზაზა ხალვაშის „ნამე“ აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა
„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი „ნამე“ აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
სურათი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. მოქმედება აჭარის მაღალმთიან ზონაში მიმდინარეობს. სამი ძმიდან ერთი მუსულმანია, მეორე – ათეისტი, მესამე კი, მართლმადიდებელი.
ფილმის პრემიერა პირველად ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.