„ავიაციიდან პოლიფონიამდე და კოსმოსამდე“ – საჯარო ლექცია გაიმართება

16 ნოემბერს, 19:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექციას გამართავს მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ „ნოვას“ პრეზიდენტი – ბატონი რამაზ ბლუაშვილი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, იგი მსმენელს მოუთხრობს, თუ როგორ აღმოაჩინა უნიკალური მასალები გამოჩენილი ქართველ -ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველი) შესახებ ნასას, პენტაგონის, აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებისა და რამდენიმე მუზეუმის არქივში. როგორ მიიყვანა ის ამ კვლევამ ნასა-ში და როგორ გაიცნო ხალხი, რომლებმაც პირადად შეარჩიეს ქართული „ჩაკრულო“ და გაგზავნეს კოსმოსში. ამ ყველაფერს მოჰყვა რამაზ ბლუაშვილის დოკუმენტური ფილმი „სიმღერა“ და 2017 წლის სექტემბერში, ის ადამიანები, რომლებმაც „ჩაკრულო“ კოსმოსში გაუშვეს, საქართველოს ეწვივნენ და ქართველ ხალხთან ერთად აღნიშნეს „ვოიაჯერის“ და „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაგზავნის 40 წლის იუბილე.

ლექცია საქართველოს ასტრონომიის კლუბისა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდება.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები