მექსიკაში მიგრანტები დააკავეს

მექსიკაში, შტატ ჩიაპასის ფრონტერა-იდალგოს მუნიციპალიტეტში ორი ჰონდურასელი მიგრანტი, რომლებიც აშშ-ს საზღვრისკენ მიემართებოდნენ, პოლიციაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო დააკავეს.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას მექსიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. ისინი პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს. 17 და 22 წლის დაკავებულ მიგრანტებს თან “გლოკის” ტიპის იარაღი ჰქონდათ.
“საბედნიეროდ, მათი იარაღი გაუმართავი იყო, ამიტომ მათ ვერ გაისროლეს, შესაბამისად, არავინ დაშავებულა”,- აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები