“რომ წარმოვიდგინე, ჩვენს კორპუსში ცივსისხლიანი მკვლელი ცხოვრობს, ცუდად გავხდი” – რას ჰყვებიან 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის მეზობლები

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, იაგო ნებიერიძე დედისერთაა, მისი მშობლები გორში, რუსთაველის ქუჩაზე ოროთახიან ბინაში ცხოვრობენ. ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობდა, მაგრამ დახმარება მოუხსნეს. მამა ავადმყოფია და ამჟამად, ხაშურის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.
გაზეთი “კვირის პალიტრა” საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
“კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ბრალდებულის დასჯას ნებიერიძეების მეზობლებიც ითხოვენ.
“რომ წარმოვიდგინე, ჩვენს კორპუსში ცივსისხლიანი მკვლელი ცხოვრობს, ცუდად გავხდი. იაგო ახლახან გამოვიდა ციხიდან და კიდევ ეს საშინელება ჩაუდენია”, – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.
ნებიერიძეების კიდევ ერთი მეზობელი, შალვა ბალაშვილია.
“იაგოს ვიცნობ. ციხიდან ახალი გამოსულია და მესალმებოდა ხოლმე. დედამისთან მეგობრობდა ჩემი მეუღლე. ნუნუ დამლაგებლად მუშაობს მაღაზიებში. დიდი ხანია, ეს ოჯახი აქ ცხოვრობს, ისე ხაშურის რაიონიდან არიან. ადრე ჩემი მეუღლე ეხმარებოდა, ძალიან გაუბედურებული სახლი ჰქონდათ, ღუმელი ედგათ და გაჭვარტლულ სახლში ცხოვრობდნენ, სოციალურ დახმარებას იღებდნენ და იმით ირჩენდნენ თავს, მერე ისიც მოუხსნეს”, -აცხადებს შალვა ბალაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები