ცესკოს ბოლო მონაცემები: სალომე ზურაბიშვილი 39.17%, გრიგოლ ვაშაძე – 37.52%

ცესკოს ბოლო მონაცემებით, საარჩევნო უბნების 47.5% პროცენტის დათვლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს 39.17% აქვს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს – 37.52%.

აღნიშნული უბნების მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 267 619 ხმა აქვს, რაც ხმათა 39.17% პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 256 313, რაც 37.52%-ია.

მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე 10.16 პროცენტით.

სულ 3705 უბანია და ბოლო მაჩვენებლით, ცესკოს 1756 უბანის მონაცემები აქვს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები