ცესკოს პირველადი მონაცემებით, სვანეთში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

ცესკოს ამ დროის მონაცემებით, მესტიასა და ლენტეხში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. მესტიის 40 საარჩევნო უბნიდან მონაცემები დათვლილია 32 უბნის მიხედვით და ეს მონაცემები ასე გამოიყურება: პირველ ადგილზეა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 58. 14% -ით ( 2093 მიღებული ხმების რაოდენობა); გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი 19. 81% – (713 ხმა) აქვს.
რაც შეეხება ლენტეხს, აქ 23 უბნიდან მონაცემები დათვლილია 23- ვე უბანში და მონაცემები ასე გამოიყურება: სალომე ზურაბიშვილი 57,96% ( 1719 ხმა ), გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 17.3% ( 513 ხმა ).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები