ცესკო: გრიგოლ ვაშაძე ბათუმსა და ხელვაჩაურში იმარჯვებს, სალომე ზურაბიშვილი კი, ქედასა და ხულოში

ცესკოს ბოლო მონაცემებით, ბათუმის 101 უბნიდან დათვლილია 11 უბანი, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ხმების 33.38% მიიღო, რაც შეეხება “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, მას მხარდაჭერა 44.96%-მა გამოუცხადა.
რაც შეეხება, ხელვაჩაურს, ცესკოს ინფორმაციით, 46 უბნიდან დათვლილია 8 უბანი, რომლის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძე 41.07%-ით ლიდერობს, სალომე ზურაბიშვილს კი მხარდაჭერა ამომრჩეველთა 39.58%-მა გამოუცხადა.
ქედაში, დათვლილი უბნებიდან, 54.35%-მა სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი, გრიგოლ ვაშაძეს კი 26.13% აქვს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები