საჩხერესა და ჭიათურაში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

ცესკოს მონაცემებით, საჩხერეში პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 76, 09 პროცენტი მიიღო, ხოლო ვაშაძემ 19. 26 პროცენტი.
ამ დროისათვის, საჩხერის 57 საარჩევნო უბნიდან მონაცემები დათვლილია 53 უბანზე.
რაც შეეხება ზესტაფონს, ამ დროისათვის 53 უბნიდან 19 უბანია დათვლილი, 35, 65 პროცენტი მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ კი 39, 05 პროცენტი.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ჯერჯერობით ჭიათურაში დიდი უპირატესობით ლიდერობს, 58 უბნიდან დათვლილია 44 უბანი, სალომე ზურაბიშვილს მიღებული აქვს 44, 09 პროცენტი, ხოლო ვაშაძეს – 29, 67 პროცენტი.
აღნიშნული მონაცემები ცესკოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები