ზურაბიშვილი: მთაწმინდა, ვაკე, საბურთალო, ჩუღურეთსა და დიდუბეში იმარჯვებს – ვაშაძე კი: კრწანისში, ისანში, სამგორში, ნაძალადევსა და გლდანში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის თბილისში დათვლილია 85 საარჩევნო უბანი. ამ მონაცემების მიხედვით, კრწანისში, ისანში, სამგორში, ნაძალადევსა და გლდანში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
რაც შეეხება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, მთაწმინდის, ვაკის, საბურთალოს, ჩუღურეთისა და დიდუბის ოლქებში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული შედეგები დედაქალაქში ასეთია:

მთაწმინდის ოლქი: სალომე ზურაბიშვილი 42,92%, გრიგოლ ვაშაძე კი, 34,25%.
საბურთალოს ოლქი: სალომე ზურაბიშვილი 36,52%, გრიგოლ ვაშაძე 34,21%.
კრწანისის ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 37,7%, სალომე ზურაბიშვილი 37,59%.
ვაკის ოლქი: სალომე ზურაბიშვილი 36,78%, გრიგოლ ვაშაძე 30, 87%.
ისნის ოლქში: გრიგოლ ვაშაძე 37,12%, სალომე ზურაბიშვილი 35,36%.
ჩუღურეთის ოლქი: სალომე ზურაბიშვილი 39,59%, გრიგოლ ვაშაძე 32,16%.
სამგორის ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 40,9%, სალომე ზურაბიშვილი 31,29%.
დიდუბის ოლქი: სალომე ზურაბიშვილი 40,58%, გრიგოლ ვაშაძე 31,12%.
ნაძალადევის ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 38,5%, სალომე ზურაბიშვილი 31,14%.
გლდანის ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 40,93%, სალომე ზურაბიშვილი 29,96%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები