ცესკო: სალომე ზურაბიშვილი 43.59%, გრიგოლ ვაშაძე – 34.83%

ცესკოს ბოლო მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი 43.59%-ით ლიდერობს, გრიგოლ ვაშაძეს კი 34.83% აქვს.
საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან ატვირთული ოქმების დათვლა და ატვირთვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სულ 3705 უბნიდან 904 უბანია დათვლილი, რაც მთლიანი ამომრჩევლის 24.4%-ს შეაგდენს.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, დავით ბაქრაძეს 10.36% აქვს, შალვა ნათელაშვილს 3.88%, დავით უსუფაშვილს 1.74%, ხოლო ზურაბ ჯაფარიძემ 1.71% მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები