დარიალის ხეობაში მდინარე თერგის სხვა კალაპოტში მოქცევა მოხერხდა

დარიალის ხეობაში 24- საათიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, მდინარე თერგის სხვა კალაპოტში მოქცევა მოხერხდა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, გრძელდება გაწმენდით სამუშაოები და 10 ერთეული ტექნიკა სტიქიის უშუალო ეპიცენტრშია მობილიზებული.
თერგი სხვა კალაპოტიდან შეუერთდება მდინარის მთავარ ნაკადს, რაც მობილიზებულ ტექნიკას საშუალებას მისცემს გზის საფარის გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას, შპს “ფერს” და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც სტიქიის ზონაში მძიმე პირობების მიუხედავად, სიცოცხლის რისკის ფასად უდიდესი შრომა გასწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები