ჩინეთში დანით შეიარაღებულმა ქალმა 14 ბავშვი დაჭრა
ჩინეთში, ქალაქ ჩუნცინის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ქალმა 14 ბავშვი სამზარეულოს დანით დაჭრა. ინფორმაციას დანაშაულის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 39 წლის ქალი ბავშვებს თავს ბაღის კართან დაესხა, როდესაც ისინი დილის ვარჯიშიდან ბრუნდებოდნენ. ბაღის დაცვის თანამშრომლებმა და აღმზრდელებმა ქალის შეჩერება შეძლეს და ადგილზე მისულ პოლიციის ეკიპაჟს გადასცეს.