ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

ამბროლაურის კულტურის ცენტრში ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურს ,,მწიგნობარი–2018″-ის გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ ხულოს ქორეოგრაფიული ანსამბლები: ,,არგილეთი” და ,,ბერმუხა”.
ალექსანდრე ელერდაშვილი, ჟიურის წევრი:
„ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „მწიგნობარი-2018“ წარმატებით ჩატარდა ამბროლაურში და დაისახა ამ პროექტის მთელი საქართველის მასშტაბით გავრცელების ძალიან დიდი პერსპექტივები. დიდი მადლობა მის ორგანიზატორებს და განსაკუთრებით – ბატონ გურამ გორდეზიანს, რომელმაც აღნიშნულ ღონისძიებას 2004 წელს ჩაუყარა საფუძველი და წელს წარმატებით გაგრძელდა“.

ადგილები ასე განაწილდა:

ისტორიული რომანი
I ადგილი – ჯანო კუბლაშვილი  
II ადგილი – ანანო კერესელიძე
კლასიკოსები
I ადგილი – ლექსო მეტრეველი
II ადგილი – ქეთევან ქემოკლიძე
XX საუკუნის მწერლობა
I ადგილი – სალომე ისაკაძე
II ადგილი – მარიამ მეტონიძე,ნანუკა კერესელიძე
პოეზია უპირველეს ყოვლისა
I ადგილი -კესო შიშინაშვილი
II ადგილი – მარიამ ჯაფარიძე
თანამედროვე მწერლობა
I ადგილი – ოთარ სუთიძე, ლექსო მეტრეველი
II ადგილი – ნანუკა აბუთიძე
პუბლიცისტიკა და ესე
I ადგილი – ანი მიქიაშვილი
II ადგილი-მარიამ მაჩაიძე
საბავშვო მწერლობა
I ადგილი – ლექსო მუსელიანი, შოთა ჭელიძე
II ადგილი – ოთარ დონაძე, საბა ცხვედიანი
თავისუფალი თემა
I ადგილი – მარიამ მაჩაიძე
II ადგილი – ნიკოლოზ გაგოშიძე
ბაჩანა ბრეგვაძის შემოქმედება – თარგმანები
I ადგილი – ნათია სირაძე
II ადგილი – მარიამ მეტონიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები