ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ ეთერ თათარაიძესა და ამირან არაბულს უმასპინძლა

22 ოქტომბერს, 17 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ ფოლკლორულ საღამოს უმასპინძლა. ბიბლიოთეკის სტუმრები იყვნენ: პოეტი, ფოლკლორისტი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების სამსახურის უფროსი ეთერ თათარაიძე.
ფოლკლორისტი, საქართველოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფოლკლორის სამეცნიერო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან არაბული.
დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ქართული ფოლკლორის ისტორია, თუშურ დიალექტზე დაწერილი ლექსები, რომელსაც პოეტი შესაშური ინტონაციითა და მახვილით კითხულობდა.
საღამოს ესწრებოდნენ: მოწვეული მწერლები, პოეტები და სტუმრები – რ. სურმანიძე, ბ. ქებურია, ი. შამათავა, ნ. ლატარეა, ა. ბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები