გალერეა „შარდენში“ გია გუგუშვილის გამოფენა – „გრაფიკული ფერწერა” გაიხსნება
25 ოქტომბერს, 18:00 საათზე, გალერეა „შარდენში“ გია გუგუშვილის გამოფენა „გრაფიკული ფერწერა” გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა გაგრძელდება 12 ნოემბრამდე.
მონაწილეობა მიიღო მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებში – ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდი ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, ესტონეთში, არაბეთის გაეთიანებულ ემირატებში, თურქეთში, საქართველოში, აშშ-ში, რუსეთსა და იაპონიაში.
ჯილდოები:
1987 – ოქროს მედალი, საერთაშორისო გამოფენა, ოსაკა, იაპონია.
2007 – პირველი პრიზი, ემაარის საერთაშორისო ხელოვნების სიმპოზიუმი, დუბაი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები.
2014 – დაჯილდოვდა ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, „ქართული სული“, თბილისი, საქართველო.
მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (ბათუმი), აღმოსავლეთის მუზეუმში (მოსკოვი), კრისტოფ მერიანის ფონდში ბაზელში, ნორტონდოდჯ მუზეუმში ფილადელფიაში, ასევე ქართულ და უცხოურ კერძო გალერეებში და კოლექციებში.