ნინელი ჭანკვეტაძე: თანამდებობა და მთავრობაში ყოფნა რომ მნდომოდა, მინისტრი ვიქნებოდი, ან პარლამენტის წევრი, ან თეატრის დირექტორი

“თანამდებობა და მთავრობაში ყოფნა რომ მნდომოდა, მინისტრი ვიქნებოდი, ან პარლამენტის წევრი, ანაც თეატრის დირექტორი! – ამის შესახებ მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე kvirispalitra.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს.
ჭანკვეტაძისგან ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად გაამართლა გასული 6 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მისი მოლოდინი, რომელსაც 2012 წელს ძლიერ მხარდაჭერას უცხადებდა.
„მე რატომ მთხოვთ პასუხს ვერ ვხვდები, დაგავიწყდათ ჩემი პროფესია? მე მსახიობი ვარ და არა მთავრობის წევრი! ხომ ხედავთ არანაირ თანამდებობაზე არ ვარ, არ წავსულვარ იმ სტრუქტურებში, სადაც შეგეძლებოდათ ჩემთვის რაიმე ტიპის პასუხისმგებლობის დაკისრება. ბოლოს და ბოლოს დამთავრდეს და წერტილი დაესვას ამ ყველაფერს! ყველას გთხოვთ, მე ნუ მთხოვთ პასუხს! თანამდებობა და მთავრობაში ყოფნა რომ მნდომოდა, მინისტრი ვიქნებოდი, ან პარლამენტის წევრი, ანაც თეატრის დირექტორი! ჩვეულებრივი მსახიობი ვარ, ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ თავის არჩევანს აკეთებს! აქ დავასრულოთ! ჩემს არჩევანს პირადი სარგებლის მიღების მიხედვით არასოდეს გავაკეთებ! ჩემი ცხოვრება ყოველთვის ასე გაგრძელდება: ვიყავი მსახიობი, ვარ და ვიქნები…
არცერთ ჩემს გამოსვლაში მე არავის, არაფერს არ შევპირებივარ! ვამბობდი, რომ მე ამიტომ ვაკეთებ ამ არჩევანს და ვისაც რა არჩევანი გინდათ, ის გააკეთეთ-მეთქი… ცხოვრებაში არავისგან არ მომითხოვია ის, რასაც ჩემ თავს ვთხოვ! ეგ არის მტკნარი სიცრუე და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები! ეგ იყო რაღაც სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტები და განცხადებები, რომელსაც ყოველი არჩევნების წინ აკეთებენ გამომსვლელები! ასე, რომ ჟურნალისტებმა აღარასოდეს ასეთ თემებზე აღარ დამირეკოთ!“, – განაცხადა ჭანკვეტაძემ.

იხილეთ ვრცლად:https://www.kvirispalitra.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები