„ჰორიზონტი” სანტა-ფეს საერთაშორისო კინოფესტივალის საუკეთესო ფილმია

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „ჰორიზონტი” The Santa Fe Independent Film Festival-ზე საუკეთესო ფილმად აღიარეს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ეს პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა. ქართულ-შვედურ-გერმანული კოპროდუქციის მსოფლიო პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართა.
ფილმის მთავარი გმირები განშორებას რთულად ეგუებიან. ურთიერთობის ხელახლა დაწყება კი უკვე შეუძლებელია.
„ჰორიზონტის“ დიდი ნაწილი პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები