ანტარქტიდა ყოველწლიურად 160 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს

 

ანტარქტიდის ყინულოვანი საფარი ყოველწლიურად 160 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს, – ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც დღეს გამოცემაში Geophizical Research Letters-ი გამოქვეყნდა. ყინულის დნობის ტემპი ახლა ოთხჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო.
ყინულის საფარის ცვლილება რადარმა დააფიქსირა, რომელიც ევროპული კოსმოსური სააგენტოს Cryosat-ის თანამგზავრზეა დაყენებული. ხელსაწყოს მონაცემებით, ყოველწლიურად საფარის სისქე 2 სანტიმეტრით იკლებს. ნასას გათვლებით, იმ შემთხვევაში თუკი ანქტარქტიდის ყინული მთლიანად გადნება, ზღვის დონე ერთი მეტრით აიწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები