თამარ ხულორდავა: ყველანაირი შანსი გვაქვს, ჰააგაში სასამართლო დავა მოვიგოთ

“ქართული მხარე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგაში წარმოებულ სამართლებრივ დავას მოიგებს”,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ხულორდავა „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომზე საქართველოს პოზიცია ძალიან მყარი და ერთადერთია.
„ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს. ვფიქრობ, რომ ყველანაირი შანსი გვაქვს, ეს საქმე მოვიგოთ. ინფორმაცია არ მაქვს, საუბარი რა ციტატებზეა, თუმცა ჩვენი პოზიცია – 2008 წელს თუ რა მოვლენასთან გვქონდა საქმე, ყველასთვის ცნობილია“, – დასძინა ხულორდავამ.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის მიერ 2009 წელს შეტანილ სარჩელში სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამოღებული ციტატებია შეტანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები