“ევროპული საარჩევნო კამპანია რომ იყოს, კამპანიაში სხვა კანდიდატებიც ევროპელები უნდა იყვნენ”

“ევროპული საარჩევნო კამპანია რომ იყოს, სხვა კანდიდატებიც ევროპელები უნდა იყვნენ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად ევროპულად მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, როგორც ეს მის დანაპირებში იყო, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამისთვის მხოლოდ მისი ძალისხმევა ვერ იქნებოდა საკმარისი.
„ჩემი დანაპირები ვერ იქნებოდა. ამისთვის ევროპელი უნდა იყო არამარტო შენ, არამედ სხვებიც, რაც სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ჯერ არ არის მიღწეული. ამ და ბევრ საკითხებზე ახლა მივდივართ, რომ შევხვდეთ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა დანარჩენ საკითხზე იქ იქნება საუბარი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები