სოფო კილაძე: სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ პათოსს, რასაც იზიარებს ჩვენი გუნდი მთლიანად – რუსეთმა დაიწყო ომი

“ოპოზიციის მიზანია, რომ წინასაარჩევნოდ მოახდინონ სალომე ზურაბიშვილის პერსონის დისკრედიტაცია, მაგრამ საბოლოო ჯამში, საზოგადოება იღებს დემოკრატიულ, გადაწყვეტილებას”, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი სოფო კილაძე “ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის მიერ რუსეთის სარჩელის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას.
“რუსეთი, ბუნებრივია, მოწოდებულია, რომ ყველანაირი საკითხი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ეს გამოუვა. ოპოზიციის ასეთი ხმაური გასაგებია. მათი მიზანია, რომ წინასაარჩევნოდ მოახდინონ სალომე ზურაბიშვილის პერსონის დისკრედიტაცია, მაგრამ საბოლოო ჯამში, საზოგადოება იღებს დემოკრატიულ, ინფორმირებულ გადაწყვეტილებას. მგონია, რომ საზოგადოების აზრი სულ სხვაა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის”. თვითონ წიგნი მე წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ვშიშობ, რომ ოპოზიცია ამ ყველაფრის არასწორად ინტერპრეტირებას ახდენს. მე ვიცი, სალომე ზურაბიშვილის განწყობა და ვიცი, რომ ის იზიარებს იმ პათოსს, რასაც იზიარებს ჩვენი გუნდი მთლიანად – რუსეთმა დაიწყო ომი, თუმცა სააკაშვილის უპასუხისმგებლო ქმედებებმა ხელი შეუწყო იმ საზიზღარი გეგმის განხორციელებაში”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ცნობისთვის, დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის მიერ 2009 წელს შეტანილ სარჩელში სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამოღებული ციტატებია შეტანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები