სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ უნდა მივხედოთ ყველა სოციალურ ჯგუფს, რომელსაც სჭირდება მეტი ზრუნვა სახელმწიფოსგან

პრეზიდენტმა უნდა ითანამშრომლოს მთავრობასთან, პარლამენტთან, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც გადაჭრის ზოგადად, საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემებს – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, სამგორში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

“ჩვენ უნდა მივხედოთ ყველა სოციალურ ჯგუფს, რომელსაც სჭირდება მეტი ზრუნვა სახელმწიფოსგან. სწორედ ქალმა უნდა იზრუნოს ნაკლებად დაცულ ადამიანებზე. მათ სჭირდებათ უფრო მეტი მზრუნველობა სახელმწიფოსგან. პრეზიდენტმა უნდა ითანამშრომლოს მთავრობასთან, პარლამენტთან, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც გადაჭრის ზოგადად, საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემებს”, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები