რუსთავში, აფეთქების ადგილზე, ავტოფარეხების დემონტაჟს კერძო პირი ახორციელებდა

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, სადაც ავტოფარეხების დემონტაჟისას, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, დემონტაჟს კერძო პირი ახორციელებდა. ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
“კვირა” რუსთავის მერიასაც დაუკავშირდა. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მერის მრჩეველმა, ხატია ფოცხვერაშვილმა განაცხადა, დემონტაჟი რუსთავის მერიის მიერ არ განხორციელებულა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.
შს სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები