რუსთავში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულებს შორის 5 არასრულწლოვანია – მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში მომხდარი აფეთქებისას, დაშავებულებს შორის 5 არასრულწლოვანია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მომხდარზე უწყებამ გამოძიება დაიწყო.
“მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები