ნინო გოგუაძე “ქალთა მოძრაობის” თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა ალიანსის (ACRE) – “ქალთა მოძრაობის” თავმჯდომარედ აირჩიეს.
როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, ‘ქალთა მოძრაობის” მიზანია, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის ინტეგრირებას ალიანსის და ევროკავშირის ინსტიტუტების პოლიტიკის ყველა სფეროში. ასევე, მემარჯვენე-ცენტრისტ ქალ პოლიტიკოსების ჩართულობით, შექმნას თანამშრომლობის პლატფორმა ტრანსნაციონალურ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის.
“კონსერვატორების და რეფორმისტების ალიანსი ევროპაში“ ევროპის მემარჯვენე იდეოლოგიის 30-ზე მეტი პოლიტიკური პარტიის ალიანსს წარმოადგენს, რომელიც 2009 წელს ბრიტანელი “კონსერვატორების” მიერ დაფუძნდა. ალიანსის რეგიონული პარტნიორები აშშ-ის რესპუბლიკური პარტია, კანადის, ახალი ზელანდიისა და ავსტრიის “კონსერვატიული პარტიები” არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები