ქარელის კულტურის სახლში, კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქარელის კულტურის სახლში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: თბილისის კამერული ორკესტრი-რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით, ქარელის ხელოვნების სკოლის საფორტეპიანო, სავიოლინო და აკადემიური გაერთიანებული გუნდის მოსწავლეები.

ღონისძიებაზე შესრულდა მსოფლიო და ეროვნული მუსიკალური საკომპოზიციო სკოლის მცირე და დიდი ფორმის ნაწარმოებთა ჟანრობრივი მრავალფეროვნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები