ბილ გეიტსი ესტონეთის ელექტრონული რეზიდენტი გახდა

ამერიკელმა მეწარმემ და კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა, ესტონეთის ელექტრონული რეზიდენტის სტატუსი მიიღო, – ამის შესახებ ესტონეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.
“იდენტობის დამადასტურებელი ციფრული მოწმობა ბილ გეიტსს ბრიუსელში ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, იური რატასმა გადასცა, რომელიც იქ ევროკავშირის სამიტზე იმყოფება”, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ესტონეთის პარლამენტის მიერ 2014 წელს იდენტობის დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ჩამოყალიბდა ცნება – “ელექტრონული რეზიდენტი”. კანონმდებლების ჩანაფიქრით, ამ სტატუსმა უნდა მოიზიდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლების იდენტობის დამადასტურებელ ციფრულ მოწმობას მიიღებს და მხოლოდ ელექტრონულად გამოიყენება.
ვირტუალური პირადობის მოწმობები მფლობელს შეუძლია გამოიყენოს სახელწიფო ონლაინ-სერვისებზე ავტორიზაციისთვის, ფირმების რეგისტრაციის დროს და დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერებისთვის როდესაც ქვეყანაში ფიზიკურად არ იმყოფებიან.
ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2014 წლიდან გაცემული იყო 37 ათასი ციფრული მოწმობა, თითქმის, 150 ქვეყნის მოქალაქისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები