აზერბაიჯანი უცხოელი ჯაშუშის დაკავების შესახებ იტყობინება
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი უცხოელი პირის დაკავების შესახებ იტყობინება.
“უცხო ქვეყნის მოქალაქე, გასანზადა ბახრამ ნუსრატი, რომელიც უცხოური სამსახურების დავალებით ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას და აზერბაიჯანის სახელწიფო უსაფრთხოებას აზარალებდა, დაკავებულია”, – ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სამსახურის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბახარ გასანზადა, დააკავეს აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობისას. საქმე აღძრულია აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ჯაშუშობას გულისხმობს და 318.1 მუხლით, რაც უკანონოდ საზღვრის კვეთას გულისხმობს.