ლავროვი: ვფიქრობ, NATO-ს ეყოფა გონიერება, რომ მესამე მსოფლიო ომი არ დაუშვას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, იმედოვნებს, რომ NATO-ს “ეყოფა გონიერება” არ დაუშვას დიდი ომი, მაგრამ რუსეთთან დიალოგის გარეშე, გაუთვალისწინებელი ინციდენტების რისკ-ფაქტორი საგრძნობლად გაიზრდება.
“ვფიქრობ, ყველას ეყოფა გონება, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაღელვებს ყოველგვარი პროფესიონალური დიალოგის დეფიციტი რუსეთის და NATO-ს სამხედროებს შორის”, – განაცხადა ლავროვმა RT France, Paris Match და Le Figaro ინტერვიუში, როდესაც პასუხობდა კითხვას – შექმნის თუ არა NATO-ს სწავლებები აღმოსავლეთ ევროპაში მესამე მსოფლიო ომის წამოწყების საშიშროებას.
მინისტრის განცხადებით, რუსეთის საბჭოს წევრები და NATO-ს წარმომადგენლები ერთმანეთს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სამჯერ შეხვდნენ, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. მინისტრის თქმით, ალიანსის წევრებს მხოლოდ უკრაინაზე სურდათ საუბარი.