ელენ პოსტერის მკვლელობა: მილიარდერი ქალის სიძემ აღიარა, რომ სიდედრის მკვლელობა შეუკვეთა
მონაკოს უმდიდრესი ქალი ელენ პასტერი 4 წლის წინ ნიცაში მოკლეს. მისმა სიძემ კი ახლახან აღიარა, რომ სიდედრი მისი დაკვეთით მოკლეს.
პოლონეთის მოქალაქე, ვოიცეხ იანოვსკი რამდენიმე წლის განმავლობაში კატეგორიულად უარყოფდა საკუთარ როლს 77 წლის ქალის მკვლელობაში. ის 9 ეჭვმიტანილთა სიაში შედიოდა. საქმეს საფრანგეთის სასამართლო იძიებდა.
მან საკუთარი სენსაციური აღიარება განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე საათით ადრე წარმოთქვა.
2014 წელს ჩადენილი უმდიდრესი ქალისა და მისი მძღოლის მკვლელობის საქმემ მთელი მონაკოს საგრაფო შეძრა.
თავდაპირველად, იანოვსკიმ აღიარა საკუთარი დანაშაული მაგრამ მალევე ჩვენება უარყო.