რუსეთის გენერალური პროკურატურა ხელოვნურ ინტელექტს შეისყიდის

რუსეთის გენერალური პროკურატურა 2025 წლისთვის “რბილი ხელოვნური ინტელექტის”(soft AI) და დიდი მასების მონაცემების დამუშავების (big data) ინსტრუმენტების დანერგვას გეგმავს.
ასეთი პროექტი სამეცნიერო-კვლევითი ინტიტუტის “ვოსხოდ”-ის მიერ, ციფრული განვითარების სამინისტროს უწყების ზედამხედველობით მუშავდება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
11 ოქტომბერს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა “ვოხოდ” პროექტის ნაწილის შემუშავებაზე ტენდერი გამოაცხადა. მისი ღირებულება 4,5 მილიონ რუბლს შეადგენს, ხოლო შემსრულებელი, ამ ეტაპისთვის, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები