უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი სუ-27 ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

0

უკრაინაში, სამშაბათს, 16 ოქტომბერს ვინიცკის რაიონში სამხედრო თვითმფრინავი სუ-27 ჩამოვარდა. უბედური შემთხვევა სამხედრო სწავლების დროს მოხდა. ავიაკატასტროფის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი