ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა, სომხეთი არჩევნებისთვის ემზადება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სამშაბათს, 16 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, რათა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.
განცხადება ფაშინიანმა ადგილობრივი მედიის საშუალებით, პირდაპირ ეთერში გააკეთა.
“როგორც ადრე ვამბობდი, დღეს მე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ვტოვებ. ეს ნაბიჯი არ წარმოადგენს აღებული პასუხისმგებლობისგან გაქცევას, არამედ პირიქით, ლოგიკური დასასრულისკენ მივდივართ, მშვიდობიანი, “ხავერდოვანი” სახალხო რევოლუციისა და მთელი ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემისკენ”, – აცხადებს ფაშინიანი.
მოქმედი პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, სომხეთის პარლამენტის ნაციონალურ კრებას აქვს 2-კვირიანი ვადა, რათა აირჩიოს ახალი პრემიერი. თუ კი ამ დროში ახალი პრემიერ-მინისტრი არ იქნება არჩეული, მაშინ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.