კანადაში მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია

კანადა მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც რეკრეაციული მიზნებით კანაფის ლეგალიზება მოახდინა.
პირველმა ეს ურუგვაიმ, 2013 წელს გააკეთა.
დღეიდან კანადის ყველა მოქალაქეს, რომელიც სრულწლოვანია, შეუძლია იყიდოს, გაყიდოს, შეინახოს და მოიყვანოს მარიხუანა საკუთარ სახლში. მაგრამ არსებობს შეზღუდვები: შენახვა შეიძლება მხოლოდ 30 გრამამდე, ხოლო გაზრდა არაუმეტეს 4 ძირისა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შესაბამისი კანონის მიღებას 81 სენატორიდან 52-მა დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები