მამუკა მდინარაძე: სამწუხაროდ, პრეზიდენტის მესიჯბოქსი „ნაცმოძრაობის“ გზავნილებს ემთხვეოდა და დღესაც იგივე მოხდა

0

თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პრეზიდენტს გაღვიძებისკენ მოუწოდებენ, აუცილებელი არ არის, მაინც და მაინც მათი გზავნილებით გაიღვიძოს – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი განცხადებები.
მდინარაძის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილებს ემთხვევა.
„ყველაფრისთვის აუცილებელი არ არის, გზავნილები „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსსდაემთხვეს. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პრეზიდენტს გაღვიძებისკენ მოუწოდებენ, აუცილებელი არ არის, მაინც და მაინც მათი გზავნილებით გაიღვიძოს. ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, პრეზიდენტის მესიჯბოქსი „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილებს ემთხვეოდა და დღესაც იგივე მოხდა. როცა თანამდებობის პირი გირგვლიანის მკვლელობას სარალიძის საქმეს შეადარებს, ტენდენცია ჩანს. როცა სახელმწიფო თანამდებობის პირები მკვლელობას უკვეთავენ, ამას ხელს მთელი სისტემა აფარებს და ამაზე სტრასბურგი ისაუბრებს, ხოლო შემდეგ ამას არასრულწლოვანთა უდიდეს ტრაგედიას შეადარებ, ეს ტენდენციას ნიშნავს და „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილებს ემთხვევა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი