Microsoft -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოლ ალენი, გარდაიცვალა

კომპანია Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოლ ალენი, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა. პოლ ალენს არაჰოჯკინსის ლიმფომის დიაგნოზი თავდაპირველად 2009 წელს დაუსვეს.
შეგახსენებთ, რომ მან კომპანია Microsoft-ი 1975 წელს ბილ გეიტსთან ერთად დააფუძნა, თუმცა 1983 წელს კომპანია დატოვა და მხოლოდ აქციების ნაწილი და დირექტორთა საბჭოში ადგილი შეინარჩუნა.
ჟურნალ Forbes-ის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ რეიტინგში, პოლ ალენმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 44-ე ადგილი დაიკავა. მისი ქონება 20,5 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები