წყალდიდობა საფრანგეთში, დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა (ვიდეო)

საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, მძიმედ დაშავდა 8 ადამიანი, ხოლოდ ორი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ხუთი საათის განმავლობაში, ქალაქ კარკასონაში 300 მლ. ნალექი მოვიდა, მდინარეები კალაპოტიდან ამოვარდა, რის შედეგადაც, დაიტბორა ქუჩები და სახლები.
მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია სახლების სახურავებიდან ვერტმფრენების დახმარებით მოახერხეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
სტიქიური უბედურების ადგილას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მივიდა და განაცხადა, რომ მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა ქალაქში ცხოვრება ნორმალურ დინებას, რაც შეიძლება მალე
დაუბრუნდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები