მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება

გუშინ მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც მირზა სუბელიანს ეხებოდა, მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრიფინგი 15:00 საათზე დაიწყება.
„რუსთავი 2“-მა გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები