ირაკლი სესიაშვილი: ფარული ჩანაწერების ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებს არ ენდობა, თუმცა ამავდროულად მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებებმა ძიება უნდა დაიწყონ.
„თავისთავად ცხადია, გამოძიება უნდა დაიწყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა რამდენადაც ბოლო პერიოდში ჩვენ ამ ფაბრიკაციების მომსწრენი ვართ და ის ჩანაწერები, რაც “რუსთავი2”-მა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გაავრცელა, მათი ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ამიტომ მე პირდაპირი ნდობა ვერ მექნება და ამიტომ დაველოდები გამოძიებას,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები