პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე მსოფლიოს ჩემპიონია

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პარაძიუდოისტმა საბა ბაღდავაძემ (- 81 კგ) ფინალში ბრაზილიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

მათივე ცნობით, ამ დროისათვის საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია – ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (-70 კგ) იზეიმა.

ქართველი პარასპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები